"დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდელები სწორ არჩევანს გააკეთებენ"
loader

Breaking news

"დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდელები სწორ არჩევანს გააკეთებენ"

  • დარწმუნებული ვარ რომ ზუგდიდელები სწორ არჩევანს გააკეთებენ

თბილისი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ, ხმა 28-ე საარჩევნო უბანზე მისცა. 

გიორგი შენგელია უბანზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა.

"ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას, უკეთეს მომავალს, უფრო კეთილმოწყობილ ზუგდიდს, გაგრძელებას იმ პროექტებისას, რომელიც დაწყებულია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდელები სწორ არჩევანს გააკეთებენ. განწყობა გვაქვს ბრწყინვალე, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ გავიმარჯვებთ“, - განაცხადა გიორგი შენგელიამ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე