"სპეციალურად ჩამოვედი დღეს თბილისში, რომ მეგობარს დავუჭირო მხარი"
loader

Breaking news

"სპეციალურად ჩამოვედი დღეს თბილისში, რომ მეგობარს დავუჭირო მხარი"

  • სპეციალურად ჩამოვედი დღეს თბილისში რომ მეგობარს დავუჭირო მხარი

თბილისი: "შალვა შავგულიძე არის ის ღირსეული კაცი, რომელმაც ყოველთვის იცოდა, როგორ უნდა დაუდგეს მეგობრებს გვერდში”, -  ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მთაწმინდის მე-5 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

ალასანია აცხადებს, რომ შალვა შავგულიძე არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის ღირსეულ გადაწყვეტილებებს იღებდა.  

"შალვა ყოველთვის იყო იქ, სადაც სჭირდებოდა მეგობრებს, იღებდა ღირსეულ გადაწყვეტილებებს და მეც სპეციალურად ჩამოვედი დღეს თბილისში, რომ დავუდგე შალვას გვერდში. მას სჭირდება მხარდაჭერა. ამიტომ მოვედი აქ. აქ არ მოვსულვარ პოლიტიკაზე სალაპარაკოდ, მოვედი იმიტომ, რომ მივცე ხმა და მეგობარს დავუჭირო მხარი“, - განაცხადა ალასანიამ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე