"გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ და ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ეს არ იქნება საზიანო ჩვენი ქვეყნისათვის"
loader

Breaking news

"გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ და ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ეს არ იქნება საზიანო ჩვენი ქვეყნისათვის"

  • გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ და ვინც არ უნდა გაიმარჯვოს ეს არ იქნება საზიანო ჩვენი ქვეყნისათვის

თბილისი: "ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა მთაწმინდის ოლქში ლადო კახაძემ ხმა N11 საარჩევნო უბანზე მისცა. 

"მინდა, რომ გაიმარჯვოს მშვიდობამ, განვითარებამ და იმ ქვეყნის მთლიანობის აღდგენის იდეის გამარჯვებამ, რაც თითოეულ ადამიანზე, ჩვენზეა დამოკიდებული. რასაკვირველია, გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ და ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ეს არ იქნება საზიანო ჩვენი ქვეყნისათვის. მივეცი ხმას იმას, რომ პირველი პრეცედენტი, რომელიც ჩატარდა საქართველოს ისტორიაში ასეთი გარემო, მშვიდი გარემო, ერთმანეთის პატივისცემის გარემო, ერთმანეთზე კარგად ორიენტირებული გარემო შენარჩუნდეს 2020 წლისა და შემდგომი არჩევნებისთვის. რაც მთავარია, მივეცი ხმა შენებას, განახლებას, სრულქმნას ალტერნატივა არა აქვს.

მთაწმინდელებს დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ერთი თვის განმავლობაში ყოველდღიური შეხვედრებისთვის და იმ ურთიერთობებისთვის ფორმისათვის, რაც ჩვენს შორის არსებობს წლების მანძილზე და ათწლეულების მანძილზე. იმედია, ეს ურთიერთობები არასდროს არ გაფუჭდება და გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა კახაძემ.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე