კახათის #35-ე საარჩევნო უბანზე გია დანელიას ოპოზიციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ
loader

Breaking news

კახათის #35-ე საარჩევნო უბანზე გია დანელიას ოპოზიციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ

  • კახათის 35-ე საარჩევნო უბანზე გია დანელიას ოპოზიციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ

თბილისი: "თქვენ ხართ კრიმინალი, თქვენ უნდა იჯდეთ ციხეში“, – ამ სიტყვებით მიმართა "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა „ქართული ოცნების“ ზუგდიდის საკრებულოს წევრს გია დანელიას, რომელიც სოფელ ახალი კახათის 35-ე უბანზე მივიდა.

ლევან ხაბეიშვილმა ზუგდიდის საკრებულოს წევრს მოუწოდა, საარჩევნო უბანი დაეტოვებინა, რადგან მისივე თქმით, დანელია კრიმინალია და ის არჩევნების გაყალბებას გეგმავდა.

დაპირისპირება სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ განიმუხტა.

"ქართული ოცნების“ წევრი და ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი გია დანელია სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში გამოკითხვაზე 17 მაისს იმყოფებოდა. გია დანელია მედიაში გავრცელებულ ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც, იგი ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვაზე საუბრობს, ფაბრიკაციასა და „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციას უწოდებს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე