ზელენკის ინაუგურაციას ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, საქართველოს და უნგრეთის პრეზიდენტები დაესწრებიან
loader

Breaking news

ზელენკის ინაუგურაციას ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, საქართველოს და უნგრეთის პრეზიდენტები დაესწრებიან

  • ზელენკის ინაუგურაციას ლატვიის ლიეტუვის ესტონეთის საქართველოს და უნგრეთის პრეზიდენტები დაესწრებიან

თბილისი: უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაციას 5 ქვეყნის პრეზიდენტები დაესწრებიან. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ეკატერინა ზელენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, 20 მაისს კიევში ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, საქართველოს და უნგრეთის პრეზიდენტებს ელოდებიან.

ზელენკოს განცხადებით, ცერემონიაში ასევე მონაწილეობას მიიღებს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი მარეკ შევჩივიჩი და ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე.

გარდა ამისა, ინაუგურაციაზე ელოდებიან ევროკავშირის, ასევე დიდი შვიდიანის წევრი სახელმწიფოების - კანადის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის მთავრობების და პარლამენტის და უკრაინის სხვა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს.

ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაცია 20 მაისს გაიმართება.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე