უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობას ტოვებს
loader

Breaking news

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობას ტოვებს

  • უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობას ტოვებს

კიევი: უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.

სოციალურ ქსელში გაკეთებულ ვიდეომიმართვაში კლიმკინი აცხადებს, განცხადებას 20 მაისს, უმაღლეს რადას და პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის გაუგზავნის.

"როგორც დაგპირდით, გადადგომის შესახებ განცხადება დავწერე. რადას და პრეზიდენტს განცხადებას ინაუგურაციის დღეს გავუგზავნი. ვფიქრობ, ასეა სწორი. სწორი ადამიანურად, ნორმალური პოლიტიკური კულტურის თვალსაზრისით, რადგან ბოლო-ბოლო, ჩვენ ეს გვჭირდება“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

პავლო კლიმკინი უმაღლესი რადას არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.

პაველ კლიმკინი უკრაინის 12-ე საგარეო საქმეთა მინისტრია. ის თანამდებობას 2014 წლის 19 ივნისიდან იკავებს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე