"ქართულმა ოცნებამ“ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს იმ პროვოკაციებზე მიაწოდა ინფორმაცია, რასაც ზუგდიდში "ნაცმოძრაობა" მიმართავს"
loader

Breaking news

"ქართულმა ოცნებამ“ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს იმ პროვოკაციებზე მიაწოდა ინფორმაცია, რასაც ზუგდიდში "ნაცმოძრაობა" მიმართავს"

  • ქართულმა ოცნებამ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს იმ პროვოკაციებზე მიაწოდა ინფორმაცია რასაც ზუგდიდში ნაცმოძრაობა მიმართავს

თბილისი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია, საარჩევნო შტაბის უფროსი ირაკლი ჩიქოვანი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელს შეხვდნენ და წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მმართველმა პარტიამ, საელჩოს წარმომადგენლებს გაერთიანებული ოპოზიციის იმ პროვოკაციულ ქმედებებზე მიაწოდა ინფორმაცია, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" ბოლო დღეებია, მიმართავს. 

ასევე საუბარი შეეხო "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას და არჩევნების დღეს საარჩევნო შტაბის მიერ პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად გადადგმულ ნაბიჯებს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე