"ჩვენ შევეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მაღაროელების მოთხოვნები შესრულდეს"
loader

Breaking news

"ჩვენ შევეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მაღაროელების მოთხოვნები შესრულდეს"

  • ჩვენ შევეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის რომ მაღაროელების მოთხოვნები შესრულდეს

თბილისი: "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჭიათურა არის ულამაზესი ქალაქი, ულამაზესი რაიონი თავისი ულამაზესი ხალხით, ზემო იმერეთისთვის  დამახასიათებელი  განსაკუთრებული სითბოთი, განსაკუთრებული სილამაზით  და ეს ქალაქი, ეს რაიონი  ნამდვილად იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას. იმსახურებს წინსვლას, იმსახურებს განვითარებას და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჭიათურას ჰქონდეს ეს წინსვლა და განვითარება.

ამის შესახებ კობახიძემ ჭიათურის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

"რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ვერ გაკეთდება მზრუნველი ადამიანების გარეშე. სწორედ ამიტომ, ჩვენ წარმოგიდგინეთ  კანდიდატად ბატონი გივი მოდებაძე, რომელიც არის ჭიათურაზე შეყვარებული ადამიანი.  ადამიანი, რომელსაც სულით და გულით უყვარს ჭიათურა. იცის ზუსტად რა ულხინს და რა უჭირს ჭიათურას და იცის რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჭიათურა განვითარდეს.  ამიტომ, ყველას მინდა მოგიწოდოთ მხარი დაუჭიროთ ბატონ გივი მოდებაძეს. დარწმუნებული ვარ, რომ ის თავის ძალიან დიდ წვლილს შეიტანს ჭიათურის განვითარებაში.

აღინიშნა ჩემი კოლეგების მიერ, რომ გვერდზე ქუჩაზე იმართება აქცია. აქვთ მოთხოვნები მაღაროელებს. მათ სურთ, რა თქმა უნდა, უკეთესი შრომის პირობები, უკეთესი სოციალური პირობები და რა თქმა უნდა, ისინი ამას იმსახურებენ. ჩვენ შევეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს მოთხოვნები შესრულდეს. მათ შორის, გვექნება საუბარი კომპანიასთან. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მშრომელებს მიეცეთ ღირსეული პირობები, სოციალური და შრომის პირობები.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჭიათურა იმსახურებს საუკეთესოს, იმსახურებს წინსვლას, იმსახურებს განვითარებას და ამ ყველაფერს შეძლებს, დარწმუნებული ვარ, ჩვენი კანდიდატი, ბატონი გივი მოდებაძე. მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი მერობის კანდიდატი", - განაცხადა კობახიძემ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე