"აუცილებლად გავაგრძელებთ ჰესების მშენებლობას ისე, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები ყოველთვის იყოს დაცული"
loader

Breaking news

"აუცილებლად გავაგრძელებთ ჰესების მშენებლობას ისე, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები ყოველთვის იყოს დაცული"

  • აუცილებლად გავაგრძელებთ ჰესების მშენებლობას ისე რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები ყოველთვის იყოს დაცული

თბილისი: საქართველოში აუცილებლად გავაგრძელებთ ჰესების მშენებლობას, ისე, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები ყოველთვის იყოს დაცული და ნებისმიერი პროექტი უმაღლეს ეკოლოგიურ სტანდარტებს შეესაბამებოდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, კურორტ გოდერძიზე, ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანას სჭირდება ეკონომიკის განვითარება, რისთვისაც საჭიროა მეტი ელექტროენერგია.

"ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის განვითარება, ეკონომიკის განვითარებას სჭირდება მეტი ელექტროენერგია. ეს არის ძალიან მარტივი პრინციპი, როგორ ხდება ეკონომიკის განვითარება. ამავე დროს, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესი და უმაღლესი ეკოლოგიური სტანდარტის შენარჩუნება უმთავრესი პრიორიტეტია. ჩემი პოზიციაც აქედან გამომდინარე ერთმნიშვნელოვანია - საქართველოში აუცილებლად გავაგრძელებთ ჰესების მშენებლობას და ისე, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები ყოველთვის იყოს დაცული და ნებისმიერი პროექტი შეესაბამებოდეს უმაღლეს ეკოლოგიურ სტანდარტებს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე