ზუგდიდის საკრებულოს წევრი გია დანელია გამოკითხვაზე იმყოფება
loader

Breaking news

ზუგდიდის საკრებულოს წევრი გია დანელია გამოკითხვაზე იმყოფება

  • ზუგდიდის საკრებულოს წევრი გია დანელია გამოკითხვაზე იმყოფება

თბილისი: "ქართული ოცნების“ წევრი და ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი გია დანელია სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში იმყოფება. იგი გამოძიების კითხვებს პასუხობს.

როგორც დანელიამ გამოკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მედიაში გავრცელებული ჩანაწერი, რომლის მიხედვით, იგი ზუგდიდის მერობის არჩევნებისთვის, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვაზე საუბრობს, ფაბრიკაციაა.

"ეს ჩანაწერი არის ფაბრიკაცია, მონტაჟი და არ შეესაბამება რეალობას. 2017 წელს, ანუ 2 წლის წინ, საუბარი მქონდა ერთ-ერთ პიროვნებასთან, კონკრეტულად ბაადურ რაფავასთან. ვფიქრობ, რომ ჩვენი საუბარი, ანუ ჩანაწერი მაშინდელია და გაკეთებულია სავარაუდოდ, მის მიერ. მე მას მოვუწოდებ, თქვას სიმართლე, რაზე იყო საუბარი“, - განაცხადა დანელიამ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში გამოძიება 14 მაისს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, ფარული ჩანაწერის გასვლის შემდეგ, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტზე დაიწყო.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე