"სამწუხაროდ, საქართველოს უახლესი ისტორია არის ნათელი მაგალითი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ქცევის"
loader

Breaking news

"სამწუხაროდ, საქართველოს უახლესი ისტორია არის ნათელი მაგალითი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ქცევის"

  • სამწუხაროდ საქართველოს უახლესი ისტორია არის ნათელი მაგალითი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ქცევის

თბილისი: ჩემთვის გასაოცარია, რომ ასეთ მნიშვნელოვან ეროვნულ იდეასაც კი გამოუჩნდნენ ოპონენტები, სრულიად უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განათლებაზე, როგორც ეროვნულ იდეაზე საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, მთავრობა ამ ეროვნულ იდეას აუცილებლობად მიიყვანს ბოლომდე.

"სამწუხაროდ, საქართველოს უახლესი ისტორია არის ნათელი მაგალითი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ქცევის. ნამდვილად არ მინდოდა, რომ ამ ეროვნულ იდეას, რომელიც ყველას უნდა გვაერთიანებდეს, გამოსჩენოდა ასეთი ოპონენტები, მიუხედავად მათი პოლიტიკური დღის წესრიგისა, რომელიც სრულიად უპასუხისმგებლოა და აცდენილია ჩვენს ეროვნული ინტესებს, მაგრამ ასეთებიც გამოჩდნენ. კიდევ ერთხელ მსურს, გავიმეორო და თქვენს წინაშე ავიღო პასუხსიმგებლობა, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ამ ეროვნულ იდეას აუცილებლობად მივიყვანთ ბოლომდე.  სწორედ ეს ეროვნული იდეა იქნება ერთადერთი გარანტი იმისა, რომ თითეული ჩვენთაგანი, მომავალი თაობაა, ჩვენი ბავშვი იცხოვრებენ ერთიან და ძლიერ საქართველოში, მთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ აღმოაჩენს საქართველოს, როგორც ყველაზე ნიჭიერი და განათლებული ერისა და ქვეყნის მქონე შვილებს“, – განაცხადა პრემიერმა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე