"ყველა მთავრობა იქნება ვალდებული, ბიუჯეტის ყველაზე დიდი რესურსი მიმართოს არა მომდევნო არჩევნებში, არამედ ქვეყნის მომავალში“
loader

Breaking news

"ყველა მთავრობა იქნება ვალდებული, ბიუჯეტის ყველაზე დიდი რესურსი მიმართოს არა მომდევნო არჩევნებში, არამედ ქვეყნის მომავალში“

  • ყველა მთავრობა იქნება ვალდებული ბიუჯეტის ყველაზე დიდი რესურსი მიმართოს არა მომდევნო არჩევნებში არამედ ქვეყნის მომავალში

თბილისი: რამდენიმე კვირის წინ წარვადგინე ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში, რომელიც ჩვენი ეროვნული იდეის განუყოფელი ნაწილია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში, განათლებისა და მეცნიერების ქალაქის პროექტის პრეზეტაციაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედი მიიმართება განათლებაზე.

"ჩვენი ბიუჯეტის მეოთხედს მივმართავთ განათლებაზე, მომავალ თაობაზე. მასწავლებლებზე, პროფესორებზე, ახალგაზრდა მეცნიერებზე, ხალხზე, რომლის მხრებზეც დგას ქართული სახელმწიფოებრიობა და საქართველოს მომავალი. წელს ჩვენი განათლების ბიუჯეტი გახლავთ 1 მილიარდ 600 მილიონი, მომავალ წელს გახდება 2 მილიარდი, 2021 წელს იქნება 2 მილიარდ ნახევარი და 2022 წელს მიაღწევს ჩვენი ბიუჯეტის მეოთხედს, 3 მილიარდ 400 მილიონ ლარს. ეს კანონი უზრუნველყოფს, რომ შემდეგი ათწლეულების განმავლობაში, ყველა მთავრობა იყოს ვალდებული, ბიუჯეტის ყველაზე დიდი რესურსი მიმართოს არა მომდევნო არჩევნებში, არამედ ქვეყნის მომავალში“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძე დარწმუნებულია, რომ აღნიშნული გზა საქართველოს  დიდ წარმატებას მოუტანს.

ბათუმში განათლებისა და მეცნიერების ქალაქი აშენდება. პროექტის პრეზენტაცია დღეს ბათუმში გაიმართა.  


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე