ბათუმში პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული განათლების და მეცნიერების ქალაქის პრეზენტაცია გაიმართება
loader

Breaking news

ბათუმში პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული განათლების და მეცნიერების ქალაქის პრეზენტაცია გაიმართება

  • ბათუმში პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული განათლების და მეცნიერების ქალაქის პრეზენტაცია გაიმართება

თბილისი: 17 მაისს, 10:30 საათზე, ბათუმში პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული განათლების და მეცნიერების ქალაქის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გახსნის.

განათლების და მეცნიერების თანამედროვე მულტიფუნქციურ კომპლექსში თავმოყრილი იქნება საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სამეცნიერო მუზეუმი და ლაბორატორიები, კომაროვის ახალი სკოლა, ხელოვნების და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები, საკონფერენციო დარბაზები, შიდა სარეკრეაციო სივრცე, სპორტული დარბაზი, გარე მოედნები, საცხოვრებელი კამპუსი.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე