"გამოვაქვეყნე მიუღებელი სტატუსი, რის გამოც მინდა, ბოდიში მოვუხადო ადრესატს და საზოგადოებას"
loader

Breaking news

"გამოვაქვეყნე მიუღებელი სტატუსი, რის გამოც მინდა, ბოდიში მოვუხადო ადრესატს და საზოგადოებას"

  • გამოვაქვეყნე მიუღებელი სტატუსი რის გამოც მინდა ბოდიში მოვუხადო ადრესატს და საზოგადოებას

თბილისი: ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ფაცაცია, რომელიც დღეს "ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას მიმართ სექსისტურ განცხადებაში დაადანაშაულეს, ბოდიშს იხდის. 

ამის შესახებ თამაზ ფაცაცია სოციალურ ქსელში წერს.

“ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ჩადენილი პროვოკაციული და დესტრუქციული ქმედებების გამო, როდესაც ადგილი ჰქონდა საკრებულოში შეჭრის მცდელობას, ვიყავი აღშფოთებული და ემოციურ ფონზე, "ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოვაქვეყნე მიუღებელი სტატუსი, რის გამოც მინდა, ბოდიში მოვუხადო ადრესატს და საზოგადოებას“, – წერს თამაზ ფაცაცია.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე