"მზად ვარ, ნებისმიერ კითხვას გავცე პასუხი"
loader

Breaking news

"მზად ვარ, ნებისმიერ კითხვას გავცე პასუხი"

  • მზად ვარ ნებისმიერ კითხვას გავცე პასუხი

თბილისი: მზად ვარ, ნებისმიერ კითხვას გავცე პასუხი, – ასე გამოეხმაურა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებას პარლამენტში ინტერპელაციის წესით მის დაბარებასთან დაკავშირებით.

"მინდა, გამოვეხმაურო ინტერპელაციის წესით პარლამენტში დაბარების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და აღვნიშნო, რომ როგორც ყოველთვის, მზად ვარ, ნებისმიერ კითხვას გავცე პასუხი. უფრო მეტიც – მნიშვნელოვანია და ჩვენს ინტერესშია, საზოგადოებას მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია. ყოველთვის მივესალმები დიალოგს ნებისმიერი ფორმით“, – წერს თამარ ჟვანია სოციალურ ქსელში.

ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია ინტერპელაციის წესით საკანონმდებლო ორგანოში დაიბარა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე