არასრულწლოვანი დ.ღ. ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ფაქტზე ცრუ ჩვენების მიცემაში დამნაშავედ ცნეს
loader

Breaking news

არასრულწლოვანი დ.ღ. ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ფაქტზე ცრუ ჩვენების მიცემაში დამნაშავედ ცნეს

  • არასრულწლოვანი დღ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ფაქტზე ცრუ ჩვენების მიცემაში დამნაშავედ ცნეს

თბილისი: ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანი დ.ღ. ცრუ ჩვენების მიცემაში დამნაშავედ ცნეს. 

დ.ღ. დღეს არ დაუკავებიათ, სასჯელის სახეს და ზომას მოსამართლე 22 მაისს გამოაცხადებს.

მისთვის წაყენებული ბრალდება თავისუფლების ორიდან ექვს წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

არასრულწლოვანი დ.ღ. ხორავას #4-ში დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის დღეს, დანაშაულის ადგილზე იმყოფებოდა.

პროკურატურის მტკიცებით, მან მომხდარის შესახებ განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდა მოკლული დავით სარალიძის მამას, გამოძიებას კი ცრუ ჩვენება მისცა. ბრალდებული არასრულწლოვანი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე