სამხედრო მოსამსახურე საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს
loader

Breaking news

სამხედრო მოსამსახურე საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს

  • სამხედრო მოსამსახურე საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს

თბილისი: ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე პაატა ჩხაიძე მიმდინარე წლის 15 მაისს არასამსახურებრივ ვითარებაში, საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"მიმდინარე წლის 15 მაისს არასამსახურეობრივ ვითარებაში საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე პაატა ჩხაიძე (11.09.1985). შემთხვევის ადგილზე, საცხოვრებელ სახლში ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი (სანადირო თოფი). 

გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს", - აღნიშნულია განცხადებაში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე