ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაცია 20 მაისს გაიმართება
loader

Breaking news

ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაცია 20 მაისს გაიმართება

  • ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაცია 20 მაისს გაიმართება

კიევი: უკრაინის არჩეული პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაცია 20 მაისს გაიმართება.

უმაღლესი რადას შესაბამის გადაწყვეტილებას 315 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

პარლამენტის დადგენილებით, ინაუგურაციის ცერემონია საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში 10:00 საათზე დაიწყება.

ზელენსკიმ უკრაინის რადას ინაუგურაციის 19 მაისს ჩატარების თხოვნით მიმართა, თუმცა საკანონმდებლო ორგანომ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.

მიმდინარე წელს, 19 მაისს, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღინიშნება, რაც ინაუგურაციის თარიღის განსაზღვრის საფუძველი გახდა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე