"თუ ეს ადამიანები განლაგდებიან საარჩევნო უბნებთან, რაც შეიძლება, სერიოზული დაძაბულობის საბაბი გახდეს"
loader

Breaking news

"თუ ეს ადამიანები განლაგდებიან საარჩევნო უბნებთან, რაც შეიძლება, სერიოზული დაძაბულობის საბაბი გახდეს"

  • თუ ეს ადამიანები განლაგდებიან საარჩევნო უბნებთან რაც შეიძლება სერიოზული დაძაბულობის საბაბი გახდეს

თბილისი: საარჩევნო მასალების გადატანასთან დაკავშირებული თემა სრულიად ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ზუგდიდში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.

თამარ ჩუგოშვილის თქმით,  პოლიტიკური ოპონენტები აპირებენ ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანების მობილიზებას ზუგდიდში საარჩევნო დღისთვის. 

როგორც ჩუგოშვილი აცხადებს, თუ ეს ადამიანები განლაგდებიან საარჩევნო უბნებთან, რაც შეიძლება, სერიოზული დაძაბულობის საბაბი გახდეს.

"ზუგდიდში უკვე ჩანს საკმაოდ დაძაბული ფონი. ერთ-ერთი, რითიც ეს დაიწყო, სხვა პროცესებთან ერთად, იყო ე.წ. საარჩევნო მასალების გადატანასთან დაკავშირებული თემა, რომელიც სრულიად ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟია. არანაირ კანონდარღვევას კომისიების მხრიდან ამ მასალების გადაცემის დროს ადგილი არ ჰქონია. ეს, როგორც ვიცი, დაადასტურეს სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც.

შესაბამისად, ცარიელ ადგილზე საკმაოდ დიდი ვნებათღელვა ატყდა. ამას ემატება ისიც, რომ ჩვენი ოპონენტები აპირებენ ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანების მობილიზებას ზუგდიდში საარჩევნო დღისთვის. ამიტომ ჩვენ, მათ შორის სადამკვირვებლო ორგანიზაციებსაც ვთხოვეთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ და თუ შესაძლებელია, პრევენცია გააკეთონ ზუგდიდში სხვა ქალაქებიდან დიდი რაოდენობით დამიანების მობილიზების კუთხით. ეს აუცილებლად გამოიწვევს საარჩევნო დღეს სრულიად ზედმეტ და არასაჭირო დაძაბულობას, შესაძლებელია,  ხელი შეუშალოს ამომრჩეველს თავისი არჩევანის დაფიქსირებაში“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე