"ოპოზიცია არჩევნების წინა დღეებში პროცესის დისკრედიტაციას ცდილობს"
loader

Breaking news

"ოპოზიცია არჩევნების წინა დღეებში პროცესის დისკრედიტაციას ცდილობს"

  • ოპოზიცია არჩევნების წინა დღეებში პროცესის დისკრედიტაციას ცდილობს

თბილისი: როგორც არაერთხელ, ამ არჩევნებზეც, ხელისუფლება დაამტკიცებს და კიდევ ერთ დემოკრატიულობის ტესტს ჩააბარებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ზუგდიდის მერის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

"ოპოზიცია, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობა“, არჩევნების წინა დღეებში პროვოკაციული ქმედებებით აქტიურდება და პროცესის დისკრედიტაციას ცდილობენ. თუმცა, როგორც არაერთხელ, ამ არჩევნებზეც, ხელისუფლება დაამტკიცებს და კიდევ ერთ დემოკრატიულობის ტესტს ჩააბარებს, რომ ჩვენ არჩევნების მშვიდობიან, სტაბილურ და სამართლიან გარემოში ჩატარებას უზრუნველვყოფთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე