"ქალბატონო თამარ, ეს ასე არ არის, უფალმა შექმნა ადამი (კაცი) და ევა (ქალი), მეგონა ეს იცოდით"
loader

Breaking news

"ქალბატონო თამარ, ეს ასე არ არის, უფალმა შექმნა ადამი (კაცი) და ევა (ქალი), მეგონა ეს იცოდით"

  • ქალბატონო თამარ ეს ასე არ არის უფალმა შექმნა ადამი კაცი და ევა ქალი მეგონა ეს იცოდით

თბილისი: მსახიობი გვანცა გიორგობიანი მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძის განცხადებებს ეხმაურება.

"ქალბატონო თამარ, დავიწყოთ იქიდან, რომ "მათ" ამ ქვეყანაში არავინ ავიწროებს, პირიქით თითქმის ყოველ ოთხშაბათს და ხუთშაბათს ყველაზე რეიტინგულ თოქშოუებში სხედან, მათ აპიარებენ და აქებენ, ისინი არიან პარლამენტში, ჟურნალისტიკაში, მოდაში, ტელევიზიებში, ყველგან არიან. იყვნენ და აკეთონ თავიანთი საქმე, საძინებელში მათ არავინ უარდებათ, მაგრამ აღლუმები და მათი ცხოვრების წესის პროპაგანდა ეს მეტისმეტია და დაუშვებელია!!! 

რაც შეეხება, იმას რომ უფალმა სხვადასხვანაირი ადამიანები გააჩინა დედამიწაზე, ეს ასე არ არის, უფალმა შექმნა ადამი (კაცი) და ევა (ქალი), მეგონა ეს იცოდით", - წერს გიორგობიანი სოციალურ ქსელში.

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე აცხადებს, რომ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ადამიანების დისკრიმინაცია მართებული არ არის. როგორც მან ტელეკომპანია პირველის გადაცემაში „რეაქცია“ აღნიშნა, შემთხვევითი არაა, რომ 17 მაისი საპატრიარქომ ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა.

"17 მაისი უფრო ადრე გაჟღერდა იმ ხალხის მხრიდან, ვინც ეს დღე ჰომოფობიასთან ბრძოლის დღედ გამოაცხადა. მე ვთვლი, რომ სექსუალური ნიშნით ადამიანის დისკრიმინაცია არ უნდა იყოს მართებული და ლამაზი. არც უფალს უთქვამს, რომელმაც სხვადასხვანაირი ადამიანები გააჩინა, შენ ვინც არ მოგწონს, ჩაქოლეო. დისკრიმინაციაა როდესაც ცემენ, სამსახურიდან აგდებენ, მაღაზიაში არ ემსახურებიან ასეთ ადამიანებს", - განაცხადა ჭოხონელიძემ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე