თბილისი საქართველოსა და ლიეტუვას ქალ მეწარმეთა ბიზნესფორუმს მასპინძლობს
loader

Breaking news

თბილისი საქართველოსა და ლიეტუვას ქალ მეწარმეთა ბიზნესფორუმს მასპინძლობს

  • თბილისი საქართველოსა და ლიეტუვას ქალ მეწარმეთა ბიზნესფორუმს მასპინძლობს

თბილისი: 16 მაისს, 10:30 საათზე, სასტუმრო "რუმსში" გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ქართველ და ლიეტუველ ქალ მეწარმეთა ბიზნესფორუმი გაიმართება. ფორუმი საქართველოსა და ლიეტუვაში მოქმედი ქალი მეწარმეების ასოციაციების დაკავშირებას, მათ შორის თანამშრომლობების დამყარებასა და სამომავლო პარტნიორობების შექმნას ისახავს მიზნად.

ფორუმს ლიეტუვის პარლამენტის წევრები, მეწარმე ქალთა საერთაშორისო ქსელის პრეზიდენტი ლაურა კოვალიოვაიტე, ასევე, ტურიზმის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, იურიდიული მომსახურების, სარეკლამო და სხვა სფეროების წარმომადგენელი მეწარმე ქალები დაესწრებიან. საქართველოს მხრიდან ღონისძებას ბიზნეს ლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის" მასპინძლობს, რომლის წევრებიც საქართველოში სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობას ეწევიან. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას სხვა ქართველი მეწარმე და ფერმერი ქალებიც მიიღებენ.

როგოროც გაერო-ს ქალთა ორგანიზაციაში აცხადებენ, მსგავსი ფორუმები ხელს უწყობს როგორც ქვეყნებს შორის ბიზნესკავშირების დამყარებას, ისე  ქალთა სამეწარმეო საქმიანობის წახალისებას, მათ შორის გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას.

ბიზნესფორუმი პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში" ფარგლებში ტარდება. 

პროექტი გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მიერ, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე