ახალგაზრდა ქალის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე მისი მეუღლე დააკავეს, დედამთილს კი ბრალი წარედგინა
loader

Breaking news

ახალგაზრდა ქალის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე მისი მეუღლე დააკავეს, დედამთილს კი ბრალი წარედგინა

  • ახალგაზრდა ქალის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე მისი მეუღლე დააკავეს დედამთილს კი ბრალი წარედგინა

თბილისი: შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1975 წელს დაბადებული გ.ჯ. მეუღლის მიმართ ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ნიშნით თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული თავისუფლების 2-დან 4 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 9 მაისს მეუღლეზე - 1986 წელს დაბადებულ მ.მ.-ზე ფიზიკურად იძალადა. აგრეთვე, ბრალდებული გარკვეული პერიოდის განმავლობაში სისტემატურად ამცირებდა მეუღლის პატივსა და ღირსებას. აღნიშნულის გამო ქალმა თვითმკვლელობა სცადა და თვითდაზიანება მიიყენა. დაშავებულს სამედიცინო დახმარება საავადმყოფოში გაეწია. ამჟამად, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობა გამოიკვეთა დაზარალებულის დედამთილის - 1958 წელს დაბადებული ე.შ.-ს მხრიდანაც, რის გამოც მას რძლის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე ბრალი წარედგინა.

გამოძიება ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ნიშნით თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტებზე, სსკ-ის 11 პრიმა 115-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე