სოფელ დოლისყანის რწმუნებული - მიგულეთ თქვენს მეგობრად და ამ ძეგლის მცველად
loader

Breaking news

სოფელ დოლისყანის რწმუნებული - მიგულეთ თქვენს მეგობრად და ამ ძეგლის მცველად

  • სოფელ დოლისყანის რწმუნებული - მიგულეთ თქვენს მეგობრად და ამ ძეგლის მცველად

თბილისი: დღეს, ტრაპიზონში საქართველოს გენსაკონსულოს ჯგუფი აღრის გუბერნიაში (680კმ.), პატიმრობაში მყოფი მოქალაქის მ.დ-ძის მონახულებისა და ადგილზე მისი პრობლემების გარკვევის მიზნით მივლინებით გაემგზავრა.

საკონსულოს ინფორმაციით, გზაზე, ჯგუფმა გაიარა ართვინის გუბერნია და მოინახულა დოლისყანას მონასტერში არსებული მდგომარეობა. ჯგუფს აგრეთვე დაევალა შეხვედრა სოფლის გამგებელთან, საქმიანი და მეგობრული კავშირების დამყარების მიზნით.


“მეჩეთად მოქმედების პერიოდში, ამ ადგილზე განლაგებული იყო წყლის სისტემები, რომლებიც დაინგრა.

ჩვენი მიზანი გახლდათ ტურისტების მოზიდვა და ინფრასტრუქტურის მოწყობა, ვინაიდან ეს სოფელი ტურისტების გარეშე ვერ განვითარდება. ეკლესიის გვერდით მიმდინარეობს მშენებლობა და საშენი მასალა განკუთვნილია მეზობელი სახლისთვის, რამაც გაურკვევლობა გამოიწვია. მე გამოვიყენე სამშენებლო მასალა და მოვაპირკეთე ეკლესიის შესასვლელი. 

ქართველ ტურისტებს, რომლებმაც ფოტოები გაავრცელეს, განვუმარტე საქმის ვითარება, მაგრამ ინფორმაცია სხვანაირად გავრცელდა.  მე მოხარული ვარ, რომ ესეთი რეაქცია მოჰყვა, ამ თემას და მთელმა მსოფლიომ გაიცნო ჩვენი სოფელი. მიგულეთ თქვენს მეგობრად და ამ ძეგლის მცველად", - განაცხადა სოფელ დოლისყანის რწმუნებულმა მეჰმეთ ალი ერგულმა.




იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე