ლადო კახაძე პედაგოგებს - თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც უნდა გავუფრთხილდეთ და დავაფასოთ
loader

Breaking news

ლადო კახაძე პედაგოგებს - თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც უნდა გავუფრთხილდეთ და დავაფასოთ

  • ლადო კახაძე პედაგოგებს - თქვენ ხართ ის ადამიანები რომლებსაც უნდა გავუფრთხილდეთ და დავაფასოთ

თბილისი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი პედაგოგებს შეხვდნენ.

მმართველი გუნდის კანდიდატმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა პედაგოგის უმნიშვნელოვანეს როლს და აღნიშნა, რომ პარლამენტში მას ექნება ძალიან საინტერესო ინიციატივები მასწავლებელთა მხარდასაჭერად.

"ჩვენი ქვეყანა დგას თქვენზე. ჩვენი ქვეყნის მომავალი დამოკიდებულია თქვენზე. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ და დავაფასოთ. ქედს ვიხრი თქვენს წინაშე და მადლობას გეუბნებით, რომ ხართ საქართველოს სამსახურში. მე აუცილებლად ვიქნები თითოეული მასწავლებლის ხმა საქართველოს პარლამენტში. მე აუცილებლად ვიდგები თითოეული პედაგოგის გვერდით“, - განაცხადა ლადო კახაძემ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე