"ამერიკისა და ევროკავშირის ქვეყნების საელჩოები ზუგდიდის მერის არჩევნებზე საკუთარ დამკვირვებლებს გაგზავნიან"
loader

Breaking news

"ამერიკისა და ევროკავშირის ქვეყნების საელჩოები ზუგდიდის მერის არჩევნებზე საკუთარ დამკვირვებლებს გაგზავნიან"

  • ამერიკისა და ევროკავშირის ქვეყნების საელჩოები ზუგდიდის მერის არჩევნებზე საკუთარ დამკვირვებლებს გაგზავნიან

თბილისი: ამერიკისა და ევროკავშირის ქვეყნების საელჩოები ზუგდიდის მერის არჩევნებზე საკუთარ დამკვირვებლებს გაგზავნიან. ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა პასკალ მენიემ განაცხადა.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მათ განუცხადეს, რომ უზრუნველყოფილი იქნება თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება.

"როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირის წევრი წევრები მხარს უჭერენ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას და ნების დემოკრატიულად გამოხატვას. როგორც მოგეხსენებათ, აგრეთვე, დიპლომატებთან გაიმართა შეხვედრა "ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, სადაც მობრძადნენ ბატონი ვაშაძე და სანდრა რულოვსი. დემოკრატია არის ღირებულება, რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ და დემოკრატიის ფარგლებში კანონი უნდა იყოს დაცული. ფრანგ დეპუტატებს აგრეთვე შეხვედრა მოვუწყვე ოპოზიციის წარმომადგენლებთან, რადგანაც მიგვაჩნია, რომ მათ უნდა მოისმინონ ყველა აზრი, რაც კი არსებობს. როგორც ვიცი, ამერიკის საელჩო და სხვა საელჩოებიც აპირებენ, ზუგდიდში გაგზავნონ მათი დამკვირვებლები და მესიჯი, რომელიც ჩვენ გვინდა, რომ გადავცეთ საზოგადოებას, არის ის, რომ მისცენ ხმა თავიანთი სინდისის მიხედვით. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ განაცხადა, რომ პოლიციას მიღებული აქვს დავალება, რომ კანონის ფარგლებში და კანონის დაცვით იყოს დაცული დემოკრატიული ღირებულებები და ამომრჩევლებმა სრულიად თავისუფლად მისცენ ხმა უბნებზე“, – განაცხადა პასკალ მენიემ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე