ისრაელი მოქალაქეებს საქართველოსა და უკრაინაში მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს
loader

Breaking news

ისრაელი მოქალაქეებს საქართველოსა და უკრაინაში მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს

  • ისრაელი მოქალაქეებს საქართველოსა და უკრაინაში მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს

თბილისი: ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს, წითელათი ინფიცირების მაღალი რისკის მატარებელ ქვეყნებში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ. შესაბამის სიაში პირველ პოზიციებს საქართველო და უკრაინა იკავებენ.

საქართველოს და უკრაინის გარდა, სიაში მადაგასკარი, ალბანეთი, ლიბერიის რესპუბლიკა არიან.

როგორც ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სიაში შემავალ ქვეყნებში სტუმრობისას წითელათი დაავადების შემთხვევების რაოდენობამ მნიშვნელოვნად იმატა და მათი 70% აუცრელ ბავშვებზე მოდის.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე