"ამ დროისთვის გამოკითხულია გია დანელია, ჩანაწერი კი გადაგზავნილია ექსპერტიზაზე"
loader

Breaking news

"ამ დროისთვის გამოკითხულია გია დანელია, ჩანაწერი კი გადაგზავნილია ექსპერტიზაზე"

  • ამ დროისთვის გამოკითხულია გია დანელია ჩანაწერი კი გადაგზავნილია ექსპერტიზაზე

თბილისი: 14 მაისს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ზუგდიდის საკრებულოს წევრი გია დანელია გამოიკითხა, - ამის შესახებ Front News-ს მთავარ პროკურატურაში განუცხადეს.

"სამეგრელო ზემო-სვანეთის საოლქო პროკურატურაში 14 მაისს დაიწყო გამოძიება ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში, ფარული ჩანაწერის გასვლის შემდეგ, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტზე. ამ დროისთვის გამოკითხულია ზუგდიდის საკრებულოს წევრი გია დანელია, რომელიც სავარაუდოდ, ფიგურირებს აღნიშნულ ფარულ ჩანაწერში, ხოლო ჩანაწერი  გადაგზავნილია ექსპერტიზაზე. ამასთან, ჩატარდება ყველა საჭირო  საგამოძიებო მოქმედება,  რათა  დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებას.

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში  გასულ ფარულ  ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს  ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 164-ე პრიმა მუხლით", - განაცხადეს პროკურატურაში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე