"გიორგი ქობულიასგან კითხვებზე ამომწურავი პასუხი მივიღე"
loader

Breaking news

"გიორგი ქობულიასგან კითხვებზე ამომწურავი პასუხი მივიღე"

  • გიორგი ქობულიასგან კითხვებზე ამომწურავი პასუხი მივიღე

თბილისი: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილ მინისტრ გიორგი ქობულიასგან კითხვებზე ამომწურავი პასუხი მივიღე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა შოთა შალელაშვილმა განაცხადა, რომელიც დღეს ქობულიასა და დეპუტატთა ნაწილის შეხვედრას დაესწრო.

დეპუტატის თქმით, მას აინტერსებდა ქობულიას მთავრობაში მოწვევისა და შემდეგ გათავისუფლების მიზეზი.

"დღეს ყოფილი მინისტრის მოხსენებას იმიტომ დავესწარი, რომ მისი აზრი მაინტერესებდა. კითხვებზე ამომწურავი პასუხი მივიღე. მაინტერესებდა მისი მთავრობაში მოწვევისა და შემდეგ  გათავისუფლების მიზეზი. მივიღე ამომწურავი პასუხი, რომ რეკომენდაციებით არ მოხდა ეს, მან ის არსებული ლეგენდები გაფანტა. იკითხეს მეგობრების, ნაცნობების დახმარებით და პრემიერთან გასაუბრების შემდეგ დანიშნეს. გეტყვით, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა უარი უთხრეს მის მოსმენას კომიტეტში. მე მათ რიგებში დავდექი, რადგან ახალი არაფერი უთქვამს“, – განაცხადა შალელაშვილმა.

დეპუტატის თქმით, ქობულიამ ეკონომიკურ საკითხებზე პრეზენტაცია გამართა.

"ისაუბრა გადაწყვეტილებების მიღებაზე, რომელიც მუხრუჭდება. მის გულწრფელობაში ეჭვი არ შემპარვია. მას არაფერი სენსაციური არ უთქვამს. ისეთი არაფერი უთქვამს, რომელიც შეცვლიდა შეხედულებას მასზე“, – განაცხადა შოთა შალელაშვილმა.

გიორგი ქობულია დღეს პარლამენტში დეპუტატთა ნაწილს შეხვდა. მასთან შეხვედრას ოპოზიციონერი დეპუტატები, უმრავლესობის ყოფილი და ასევე, რამდენიმე მოქმედი წევრი ესწრებოდა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე