"ერთხელ ამ დისკუსიებში მართლაც მიწოდეს "უცხო სხეული"
loader

Breaking news

"ერთხელ ამ დისკუსიებში მართლაც მიწოდეს "უცხო სხეული"

  • ერთხელ ამ დისკუსიებში მართლაც მიწოდეს უცხო სხეული

თბილისი: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, მმართველ გუნდში დისკუსიის დროს მას ერთხელ „უცხო სხეული“ უწოდეს. 

ამის შესახებ ქობულიამ პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე დეპუტატ ნატო ჩხეიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

კერძოდ, დეპუტატი დაინტერესდა - ვინ უწოდა ქობულიას "უცხო სხეული“. 

"არ მინდოდა, ამაზე კომენტარის გაკეთება, მაგრამ თავს ვერ შევიკავებ. ქალბატონო ნატო, მე მგონი, თქვენ მითხარით, რომ თქვენი აზრებით უცხო ნაწილი ბრძანდებოდითო. მე ერთხელ ამ დისკუსიებში მართლაც მიწოდეს "უცხო სხეული", - განაცხადა ქობულიამ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე