"ჩემი სახლის ქურდობამდე დიდი ხნით ადრე მივიღე მინიშნება, რომ თანამდებობა უნდა დამეტოვებინა"
loader

Breaking news

"ჩემი სახლის ქურდობამდე დიდი ხნით ადრე მივიღე მინიშნება, რომ თანამდებობა უნდა დამეტოვებინა"

  • ჩემი სახლის ქურდობამდე დიდი ხნით ადრე მივიღე მინიშნება რომ თანამდებობა უნდა დამეტოვებინა

თბილისი: "ჩემი სახლის ქურდობამდე დიდი ხნით ადრე მივიღე მინიშნება, რომ თანამდებობა უნდა დამეტოვებინა, ამიტომ არ მგონია, ეს მინიშნება ყოფილიყო“, - ასე უპასუხა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ ერთ-ერთი დეპუტატის შეკითხვას - იყო თუ არა მისი თანამდებობიდან გათავისუფლების ნიშანი წყნეთში მისივე სახლის გაქურდვა. 

რაც შეეხება მის მინისტრად დანიშვნას, ქობულიას თქმით, მას ამ მთავრობისთვის გარკვეული პროექტები აქვს გაკეთებული. 

"მმართველ გუნდში იყო ასეთი აზრი, რომ ჩვენ რომ სიტუაცია გამოვასწოროთ, ძლიერი ტექნოკრატები გვჭირდება. ვინ არის ძლიერი ტექნოკრატი? - იფიქრეს, რომ საქართველოში არავინ ჰყავდათ და მოდით, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოვიძიოთ ვინ არიან ძლიერი ტექნოკრატები. 

მე ერთ-ერთი ძალიან ძლიერი და სერიოზული კომპანიის მმართველობაში ვიყავი. მოიძიეს ჩემი გვარი, წინა და ამ მთავრობისთვის მე გარკვეული პროექტები მაქვს გაკეთებული. შესაძლოა, რამდენიმე ადამიანს, ჩემს ნაცნობებს ჰკითხეს და მომიწვიეს. პრემიერთან და პარტიის ხელმძღვანელთან რამდენჯერმე ვისაუბრეთ იმაზე თუ რა პრინციპებზე ავაგებდით მუშაობას. 

მაგალითად, ის, რომ ჩვენ ნეპოტიზმს ვებრძოდით და არ დავნიშნავდით არავის, ვინც არაღირსეული იქნებოდა, რომ ჩვენ ისეთ ხელშეკრულებას არ მოვაწერდით ხელს, რომელიც კერძო ბიზნესმენების ინტერესებში იქნებოდა, ეს იყო ჩვენი ძირითადი შეთანხმება“, - განაცხადა ქობულიამ. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე