"ვფიქრობ, ნინო გვენეტაძესთან დღესაც მიმდინარეობს გარკვეული კომუნიკაცია, რომ თქვას, თითქოს სასამართლოში კლანი არ არსებობს"
loader

Breaking news

"ვფიქრობ, ნინო გვენეტაძესთან დღესაც მიმდინარეობს გარკვეული კომუნიკაცია, რომ თქვას, თითქოს სასამართლოში კლანი არ არსებობს"

  • ვფიქრობ ნინო გვენეტაძესთან დღესაც მიმდინარეობს გარკვეული კომუნიკაცია რომ თქვას თითქოს სასამართლოში კლანი არ არსებობს

თბილისი: ვფიქრობ,  ნინო გვენეტაძესთან დღესაც მიმდინარეობს გარკვეული კომუნიკაცია, რომ გამოვიდეს და თქვას, თითქოს სასამართლოში კლანი არ არსებობს და სასამართლო სისტემაში ყველაფერი კარგად არის, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის თანაშემწემ, არასამთავრობო ორგანიზაციის „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ წარმომადგენელმა კახა წიქარიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

კახა წიქარიშვილის თქმით, ნინო გვენეტაძემ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ყოფნის დროს, „კლანთან“ თანამშრომლობა დაიწყო და მათი ზეგავლენის ქვეშ მოექცა.

"რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, ვფიქრობ, რომ აგვისტოს შემდეგ მიმდინარეობდა მუშაობა ნინო გვენეტაძესთან, იყო მასთან კომუნიკაცია,  გამოსულიყო ამ დუმილის მდგომარეობიდან და ეთქვა, რომ მასზე ზეწოლა არ ხორციელდებოდა. რვა თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მასთან მუშაობა. საბოლოოდ ის გამოვიდა და თქვა, რომ მასზე ზეწოლა არ იყო, მაგრამ ეს იყო უცნაური მისი მხრიდან, ვინაიდან ასე, როგორც წესი, არ ხდება. არ შეიძლება, ადამიანი რვა თვე დაიმალოს და შემდეგ გამოჩნდეს იმის სათქმელად, რომ ზეწოლა არ იყო“, – განაცხადა კახა წიქარიშვილმა.

უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის თანაშემწე მიიჩნევს, რომ ნინო გვენეტაძეზე არსებობს კომპრომატები, მათ შორის ერთ-ერთი შესაძლოა, „ტესტების“ საქმე იყოს.

"არ გამოვრიცხავ, რომ არსებობდეს ნინო გვენეტაძეზე კომპრომატები, მათ შორის შესაძლოა, ერთ-ერთი იყოს ტესტების საქმე, რომელიც დღემდე არ არის გამოძიებული. ტესტების თემა პრაქტიკულად დამოკლეს მახვილივით კიდია სასამართლოს თავზე. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ამ საქმის გამოუძიებელი სტატუსი, მით უფრო მძიმე დღეში ჩავარდება ნინო გვენეტაძეც, სასაამართლო კორპუსიც და ხელისუფლებაც“,- განაცხადა კახა წიქარიშვილმა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე