"17 მაისის ღონისძიება არის მშვიდობიანი და მას რაიმე სახის აგრესიასთან კავშირი არ აქვს"
loader

Breaking news

"17 მაისის ღონისძიება არის მშვიდობიანი და მას რაიმე სახის აგრესიასთან კავშირი არ აქვს"

  • 17 მაისის ღონისძიება არის მშვიდობიანი და მას რაიმე სახის აგრესიასთან კავშირი არ აქვს

თბილისი: საპატრიარქო 17 მაისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით კვლავ შედგება სახალხო მსვლელობა რესპუბლიკის (ვარდების) მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გადაიხდის პარაკლისს, დალოცავს ხალხს და სრულიად საქართველოს.

მსვლელობა დაიწყება 17:00 საათზე და დასრულდება კონცერტით, რომელიც პარაკლისის შემდეგ გაიმართება.

აღვნიშნავთ, რომ ეს ღონისძიება არის მშვიდობიანი და მას რაიმე სახის აგრესიასთან კავშირი არ აქვს, იგი არის ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერის გამოხატულება ტრადიციული ღირებულებებისადმი.

კიდევ ერთსაც შევნიშნავთ, რომ ეკლესია ემიჯნება ნებისმიერ ძალადობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი", - აღნიშნულია განცხადებაში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე