მომდევნო სამი წლის განმავლობაში მეტროს 40 ახალი ვაგონი დაემატება
loader

Breaking news

მომდევნო სამი წლის განმავლობაში მეტროს 40 ახალი ვაგონი დაემატება

  • მომდევნო სამი წლის განმავლობაში მეტროს 40 ახალი ვაგონი დაემატება

თბილისი: მომდევნო სამი წლის განმავლობაში მეტროს 40 ახალი ვაგონი დაემატება, რაც 40 მილიონი ევრო დაჯდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახი კალაძის განცხადებით, საკითხზე ცენტრალურ მთავრობასთან შეთანხემა უკვე მიღწეულია.

"რადგანაც ვსაუბრობთ სატრანსპორტო პოლიტიკაზე, არ შემიძლია, მეტროში არსებულ მდგომარეობაზე არ ვისაუბრო. იცით, რომ 2018-2019 წლებში 100 მილიონი ლარი დაიხარჯება, რათა მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია განხორციელდეს. ეს არის ძალოვანი კაბელის ცვლილება, სასიგნალო და სავენტილაციო სისტემების ცვლილება. ამ პროექტის ფარგლებში უკვე რვა ახალი შემადგენლობა დავამატეთ და ოთხი კიდევ დაემატება სექტემბრისთვის. თუმცა, სამწუხაროდ, დანარჩენი ვაგონები არის 1975 წელს გამოშვებული, დაახლოებით 52 ვაგონია და რამდენიმე წელში ეწურებათ ყველანაირი რესურსი, არც რეაბილიტაციას ექვემდებარება და არც განახლებას. ამიტომ ჩვენ დაწყებული გვაქვს ფიქრი ახალი ვაგონების შესყიდვაზე. ვაფორმებთ ხელშეკრულებას საერთაშორისო გამოცდილების მქონე ავსტრიულ კომპანიასთან, ILF-თან, რომელმაც უნდა მოგვიმზადოს წინადადება თავისი კრიტერიუმებით, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ახალი, ევროპული სტანდარტის მქონე ვაგონების შესყიდვა. ასევე მქონდა საუბარი პრემიერ-მინისტრთან ამ საკითხზე, ხელისუფლებიდან არის სრული მხარდაჭერა და თანხვედრაში ვართ, რომ აუცილებელია ამ პროექტის განხორციელება და ახალი ვაგონების შესყიდვა. შესაბამისად, 2020, 2021, 2022 წლებში 40 ახალი ვაგონის შესყიდვას აპირებს მუნიციპალიტეტი. გარდა ამისა, იცით, რომ ყველა მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია უნდა განვახორციელოთ“,- განაცხადა კალაძემ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე