ევროვიზიის ფინალში საქართველო ვერ მოხვდა
loader

Breaking news

ევროვიზიის ფინალში საქართველო ვერ მოხვდა

  • ევროვიზიის ფინალში საქართველო ვერ მოხვდა

თბილისი: ოთო ნემსაძე ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირველ ნახევარფინალში წარდგა მსმენელის წინაშე. საქართველოს წარმომადგენელი კონკურსზე მეთერთმეტე ნომრად გამოვიდა და სიმღერა "სულ წინ იარე“ შეასრულა.

პირველი ნახევარფინალიდან კონკურსის ფინალში 10 ქვეყნის მონაწილე გადავიდა, მათ შორის საქართველო ვერ მოხვდა.

პირველი ნახევარფინალიდან ფინალში გადავიდა: საბერძნეთი; ბელარუსი; სერბეთი; კვიპროსი; ესტონეთი; ჩეხეთი; ავსტრალია; ისლანდია; სან-მარინო; სლოვენია.

კიდევ ათი ფინალისტი მეორე ნახევარფინალში გამოვლინდება.

ევროვიზიის სიმღერის რიგით 64-ე კონკურსის პირველი ნახევარფინალი დღეს თელ-ავივში გაიმართა. ევროვიზიის მეორე ნახევარფინალი 16 მაისს, ფინალი კი 18 მაისს გაიმართება.

ევროვიზიის ფინალზე ამ 20 ფინალისტთან ერთად გამარჯვებისთვის „დიდი ხუთეულის” ქვეყნები  – საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია და ესპანეთი იბრძოლებენ. ფინალურ ეტაპზე ნახევარფინალური ეტაპის გარეშე გადავიდა ასევე კონკურსის მასპინძელი ქვეყანა – ისრაელი.

საქართველო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე 2007 წლიდან მონაწილეობს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე