ზუგდიდში ამომრჩევლის მოსყიდვის სავარაუდო ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
loader

Breaking news

ზუგდიდში ამომრჩევლის მოსყიდვის სავარაუდო ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

  • ზუგდიდში ამომრჩევლის მოსყიდვის სავარაუდო ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

თბილისი: პროკურატურის ინფორმაციით, 14 მაისს  სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში გასული, სავარაუდოდ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 164-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

მისივე ცნობით, ასევე, ამავე მუხლით დაიწყო გამოძიება ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე, ლევან ხაბეიშვილის მიერ მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე