ესპანეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის ორგანიზებით ღონისძიება "თანამედროვე საქართველო” გაიმართა
loader

Breaking news

ესპანეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის ორგანიზებით ღონისძიება "თანამედროვე საქართველო” გაიმართა

  • ესპანეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის ორგანიზებით ღონისძიება თანამედროვე საქართველო გაიმართა

თბილისი: ესპანეთის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის ორგანიზებით, საქართველოს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ღონისძიება „თანამედროვე საქართველო” გაიმართა. 

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის საინფორმაციო ექსპოზიცია და ნამუშევრები, რომლებიც სტუმრებს საშუალებას აძლევდა ახალგაზრდული პერსპექტივიდან დაენახათ თანამედროვე საქართველო. 

გაიმართა ახალგაზრდა მხატვრის სალომე ჯოხაძის გამოფენა, რომელზეც მრავალფეროვნად, განსხვავებული ტექნიკის საშუალებით იყო გადმოცემული 21-ე საუკუნის საქართველო, მისი თვითმყოფადობა და გამოწვევები. 

ფოტოგამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო საქართველოს ცალკეული რეგიონების განსხვავებული ლანდშაფტების და სხვადასხვა საუკუნის ქართული ეროვნული სამოსის ამსახველი ფოტომასალა. 

სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საჭირო რეკომენდაციებს საქართველოში ტურისტული მოგზაურობის დასაგეგმად. 

გარდა ამისა, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მრავალფეროვანი ეროვნული კერძები და ქართული ღვინო დაეგემოვნებინათ. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე