დადიანების სასახლის ეზოში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი პირი დაკავებულია
loader

Breaking news

დადიანების სასახლის ეზოში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი პირი დაკავებულია

  • დადიანების სასახლის ეზოში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი პირი დაკავებულია

თბილისი: ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი პირი დაკავებულია. გელა კვარაცხელიამ ზუგდიდის პოლიციის შენობაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამეგრელოში სანდრა რულოვსს არ შეუშვებს.

“მე ვარ და ყოველთვის ვიქნები ზვიად გამდახურდიას მხარდამჭერი. ეს სამეგრელოა და არა ჰოლანდია. მე სანდრა რულოვსს სამეგრელოში არ შემოვუშვებ", - განაცხადა გელა კვარაცხელიამ.

"ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ზუგდიდის მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსსა და პარტიის სხვა წარმომადგენლებს თავს დღეს დაესხნენ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე