"10 წლის შემდეგ ევროკავშირში არის მეტი საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი და ამ ქვეყნებში მეტი ევროკავშირია"
loader

Breaking news

"10 წლის შემდეგ ევროკავშირში არის მეტი საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი და ამ ქვეყნებში მეტი ევროკავშირია"

  • 10 წლის შემდეგ ევროკავშირში არის მეტი საქართველო მოლდოვა უკრაინა სომხეთი აზერბაიჯანი ბელარუსი და ამ ქვეყნებში მეტი ევროკავშირია

თბილისი: "აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დაწყებიდან 10 წლის შემდეგ ევროკავშირში არის მეტი საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელარუსი, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.

"აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დაწყებიდან 10 წლის შემდეგ ევროკავშირში არის მეტი საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელარუსი და ამ ქვეყნებში მეტი ევროკავშირია. ჩვენ, უბრალოდ მეზობლები არ ვართ, ჩვენ ერთი ევროპული ოჯახის წევრები ვართ“, – წერს დონალდ ტუსკი.

დღეს ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მაღალი დონის კონფერენცია გაიხსნა.  კონფერენცია, რომელზეც ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორების სამომავლო ურთიერთობაზე უნდა იმსჯელონ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა გახსნა. ღონისძიებაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე წევრი სახელმწიფოს ლიდერები მონაწილეობენ, მათ შორის არის საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე, რომელიც ერთ-ერთ სადისკუსიო პანელში მიიღებს მონაწილეობას.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე