"მოისყიდეთ, დააშინეთ, რომ არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვოს"
loader

Breaking news

"მოისყიდეთ, დააშინეთ, რომ არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვოს"

  • მოისყიდეთ დააშინეთ რომ არჩევნებში ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვოს

თბილისი: მოისყიდეთ, დააშინეთ და გააკეთეთ ყველაფერი იმისათვის, რომ არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვოს. ზევიდან ყველაფერზე თანხმობაა“ - "რუსთავი 2" ანონიმურ წყაროს მიერ მიწოდებულ ფარული ვიდეოჩანაწერს ავრცელებს.

მასალის მიხედვით, რომელიც ავტომობილშია გადაღებული, „ქართული ოცნების“ წევრი და ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი გია დანელია მეორე პირს უხსნის თუ რა დავალებები "მოვიდა ზევიდან".

ჩანაწერში დანელია ჰყვება, როგორ დაიბარეს ის სხვა ადგილობრივ ლიდერებთან ერთად და როგორ მისცეს დავალებები, მოისყიდონ მოქალაქეები ნებისმიერ ფასად. ვისაც ვერ მოისყიდიან დააშინონ, ვისაც ვერ დააშინებენ, გაიტაცონ და 19 მაისს საარჩევნო ყუთთან მისვლის საშუალება არ მისცენ.

ჩანაწერიდან ირკვევა, რომ სახელისუფლებო პარტია არჩევნების მოსაგებად ე.წ. მაყურებლებთან თანამშრომლობასაც არ ერიდება.

"რუსთავი 2"-თან საუბრისას გია დანელია აცხადებს, რომ ჩანაწერში თავად არ არის.

"ჩემი ხმა არ არის, ფალსიფიცირებულია, გამორიცხულია, მე არ ვარ", - აცხადებს დანელია.




იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე