"უნდა დავანახოთ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მოქალაქეებს, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობას უკეთესი ცხოვრება მოაქვს"
loader

Breaking news

"უნდა დავანახოთ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მოქალაქეებს, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობას უკეთესი ცხოვრება მოაქვს"

  • უნდა დავანახოთ საქართველოს უკრაინისა და მოლდოვის მოქალაქეებს რომ ევროკავშირთან თანამშრომლობას უკეთესი ცხოვრება მოაქვს

თბილისი: "აღმოსავლეთ პარტნიორობამ“ დაამტკიცა, რომ ევროკავშირის წარმატებული საგარეო პოლიტიკაა, – ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტომაშ პეტრიჩეკიმა ბრიუსელში "აღმოსავლეთ პარტნიორობის“ იუბილესთან დაკავშირებული მინისტერიალის გახსნამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

ტომაშ პეტრიჩეკის თქმით, ჩეხეთი უნდა დაეხმაროს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვს წევრ სახელმწიფოს, რათა გააძლიერონ თავიანთი მდგრადობა ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ისეთ სფეროებში, როგორიცაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო საზოგადოება.

"აღმოსავლეთ პარტნიორობამ“ დაამტკიცა, რომ ევროკავშირის წარმატებული საგარეო პოლიტიკაა. ჩვენ გავაღრმავეთ ჩვენი ურთიერთობები ექვს სახელმწიფოსთან. მათ ასევე მიაღწიეს ბევრ პროგრესს, თუმცა ვიცით, რომ უნდა განვიხილოთ, რა უნდა გავაკეთოთ 2020 წლის შემდეგ, რადგან ჩვენი საქმიანობის დღის წესრიგი 2020 წლამდეა გაწერილი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია მდგრადობა. უნდა დავეხმაროთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვს წევრ სახელმწიფოს, რათა გააძლიერონ თავიანთი მდგრადობა ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ისეთ სფეროებში, როგორიცაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, დამოუკიდებელი მედია, სამოქალაქო საზოგადოება. მჯერა, რომ ეს პრაქტიკული და ეკონომიკური ოპერაციები ევროკავშირსა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვს წევრს შორის ურთიერთობების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იქნება 2020 წლის შემდეგ.

ყოველთვის ვამბობთ, რომ ის ქვეყნები, რომლებსაც სურთ ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავება, უფრო მეტად უნდა იყვნენ ჩართულები. მჯერა, რომ ამ ქვეყნებისთვის მკაფიო უნდა იყოს ევროპული პერსპექტივა. ამ მომენტისთვის უნდა წარმოვადგინოთ სტრატეგიული პერსპექტივა ისეთი ქვეყნებისთვის, როგორებიც არიან საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, მივიღოთ მათთან თანამშრომლობის პრაქტიკული შედეგები, რადგან ჩვენ უნდა დავანახოთ ამ ქვეყნების მოქალაქეებს, რომ ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის თანამშრომლობას მათთვის უკეთესი ცხოვრება მოაქვს“, – განაცხადა ტომაშ პეტრიჩეკიმა.

"აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბრიუსელში დღეს საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიხსნება. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვსი წევრის – საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, ბელარუსის, სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციებს უმასპინძლებენ. მინისტერიალში მონაწილეობს საქართველოს დეგელაცია, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე