ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 50% ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო
loader

Breaking news

ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 50% ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო

  • ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 50 ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო

კიევი: ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმა ქვეყნის ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა ინგრიდა სიმონიტემ მიიღო. ლიეტუვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ყველა საარჩევნო ოლქის მონაცემების დათვლის შემდეგ, სიმონიტეს ხმათა 31.13% აქვს.

მეორე ადგილზე 30.95%-ით ეკონომისტი გიტანას ნაუსედა გავიდა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა საულიუს სკვერნელისმა ხმათა 19.72% აიღო და მესამე ადგილზეა.

შედეგების მიხედვით, 26 მაისს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პირველ-მეორე ადგილებზე გასულები, ინგრიდა ​სიმონიტე და გიტანას ​ნაუსედა დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

მოქმედ პრეზიდენტს დალია გრიბაუსკაიტეს არჩევნებში მონაწილეობის მიღება აღარ შეეძლო, რადგან ის ლიეტუვას ორი ვადით მართავდა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე