"თურქულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ დაუშვებენ დოლისყანის ტაძართან საპირფარეშოების მშენებლობას"
loader

Breaking news

"თურქულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ დაუშვებენ დოლისყანის ტაძართან საპირფარეშოების მშენებლობას"

  • თურქულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა რომ არ დაუშვებენ დოლისყანის ტაძართან საპირფარეშოების მშენებლობას

თბილისი: თურქულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი არ დაუშვებენ დოლისყანის ტაძართან მსგავს მშენებლობას, – ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ ტაო-კლარჯეთში, ქართულ ტაძარში საპირფარეშოების მშენებლობასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, თურქულმა მხარემ ართვინის კულტურის სამსახურის უფროსს ადგილზე თანამშრომლების მივლინება და საკითხის შესწავლა დაავალა.

"სოციალურ ქსელში ფოტოების გავრცელებისთანავე, გუშინ, გვიან საღამოს დავუკავშირდით თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობისა და მუზეუმების გენერალური დირექტორის მოადგილესა და ამავე დირექტორატის რესტავრაციის სამმართველოს უფროსს. თურქული მხარის თქმით, ისინი არ ფლობენ ინფორმაციას დოლისყანის ტაძარში საპირფარეშოს მშენებლობის შესახებ და ასევე, არ გააჩნიათ მსგავსი პროექტი, თუმცა, შეგვპირდნენ, რომ აუცილებლად გამოიკვლევდნენ ამ საკითხს. ასევე, მათ გამოთქვეს მოსაზრება, რომ შესაძლოა, ადგილი აქვს ადგილზე თვითნებურ გადაწყვეტილებას. ნებისმიერ შემთხვევაში, თურქულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი არ დაუშვებენ მსგავს მშენებლობას.

ზემოაღნიშნულმა პირებმა დაავალეს ართვინის კულტურის სამსახურის უფროსს ადგილზე თანამშრომლების მივლინება და საკითხის შესწავლა.

ახლახან დაგვიკავშირდა რესტავრაციის სამმართველოს უფროსი, რომელმაც გვაცნობა, რომ ადგილობრივების მხირდან მოხდა მსგავსი გადაწყვეტილების მიღება, რის შესახებაც კულტურის სამინისტრო ინფორმირებული არ იყო. მისი თქმით, მათ უკვე მიიღეს ზომები და არ დაუშვებენ დოლისყანის მონასტერთან საპირფარეშოს მშენებლობას. ასევე, შედგა კომუნიკაცია სოფლის რწმუნებულთან, რომელმაც დაადასტურა, რომ სამუშაოები უკვე შეწყვეტილია”, – განაცხადა ელჩმა.

ტაო-კლარჯეთში, მე-10 საუკუნის ქართულ ტაძარში საპირფარეშოების მშენებლობასთან დაკავშირებით ინფორმაცია, ფოტო-მასალასთან ერთად გუშინ სოციალური ქსელში ისტორიკოსმა ბუბა კუდავამ გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ დოლისყანის კარიბჭეში ორმოები უკვე ამოთხრილია და ნაწილზე რკინის ცხაურია დამონტაჟებული. ფოტომასალაში ჩანს მილები და ტაძარში მოთავსებული სამშენებლო მასალაც.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე