"საჰაერო ხომალდი, რომელსაც საჰაერო სივრცის დარღვევისთვის ჯაიპურის აეროპორტში დაჯდომა აიძულეს, უკრაინულ ავიაკომპანიას ეკუთვნის"
loader

Breaking news

"საჰაერო ხომალდი, რომელსაც საჰაერო სივრცის დარღვევისთვის ჯაიპურის აეროპორტში დაჯდომა აიძულეს, უკრაინულ ავიაკომპანიას ეკუთვნის"

  • საჰაერო ხომალდი რომელსაც საჰაერო სივრცის დარღვევისთვის ჯაიპურის აეროპორტში დაჯდომა აიძულეს უკრაინულ ავიაკომპანიას ეკუთვნის

თბილისი: სამოქალაქო ავიაციის სააგენტო განცხადებას ავრცელებს. 

"მედიასაშუალება „ndtv.com"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ინდოეთის სამხედრო საჰაერო ძალების გამანადგურებლების მიერ საქართველოს სატვირთო თვითმფრინავის იძულებით დასმასთან დაკავშირებით არ შეესაბამება სიმართლეს.

გაცნობებთ, რომ საჰაერო ხომალდი, რომელსაც ინდოეთის სამხედრო საჰაერო ძალებმა საჰაერო სივრცის დარღვევისთვის ჯაიპურის აეროპორტში დაჯდომა აიძულეს, ქართულ ავიაკომპანიებს არ ეკუთვნის. AN-12 ტიპის საჰაერო ხომალდი საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში არ ირიცხება. თვითმფრინავი ეკუთვნის უკრაინულ ავიაკომპანია „Motor Sich"-ს, რომელმაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტექნიკური დაშვება განახორციელა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტელეკომპანია „ენ-დი-ტივის" ინფორმაციით, ინდოეთის სამხედრო საჰაერო ძალებმა თბილისიდან დელიში მიმავალ უკრაინულ სატვირთო თვითმფრინავს დაშვება აიძულეს მას შემდეგ, რაც საფრენმა აპარატმა დადგენილი კურსიდან გადაუხვია.

მისივე ცნობითაც, თვითმფრინავი „ჯაიპურის“ აეროპორტში დაჯდა. არსებული ინფორმაციით, ინდოეთის გამანადგურებლები აედევნენ ან-12-ის ტიპის უკრაინულ სატვირთო თვითმფრინავს, რომელიც თბილისიდან ნიუ-დლეიში კარაჩის გავლით მიფრინავდა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე