მარი იოვანოვიჩი აშშ-ში უკრაინის ელჩის თანამდებობაზე მუშაობას ამთავრებს
loader

Breaking news

მარი იოვანოვიჩი აშშ-ში უკრაინის ელჩის თანამდებობაზე მუშაობას ამთავრებს

  • მარი იოვანოვიჩი აშშ-ში უკრაინის ელჩის თანამდებობაზე მუშაობას ამთავრებს

კიევი: ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინაში ელჩს ცვლის. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ელჩის როტაციას გეგმურს უწოდებს.

უწყებაში განმარტავენ, რომ მარი იოვანოვიჩი უკრაინაში თავისი მისიას ასრულებს, მისი ქვეყნიდან გამგზავრების თარიღი უკრაინაში პრეზიდენტის ძალაუფლების გადაცემას ემთხვევა.

"კიევში აშშ-ის საელჩოში, ასევე ვაშინგტონში ჩვენი გუნდი უკრაინის მთავრობასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობას განაგრძობს ჩვენი პარტნიორობის გასაძლიერებლად“, – აღნიშნავენ სახელმწიფო დეპარტამენტში.

მარი იოვანოვიჩმა უკრაინაში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელობა ჯეფრი პაიეტისგან 2016 წელს გადაიბარა.

უკრაინაში ახალი ელჩის კანდიდატურას აშშ-ის პრეზიდენტი წარადგენს, რის შემდეგაც ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე