უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობის დატოვებას აპირებს
loader

Breaking news

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობის დატოვებას აპირებს

  • უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობის დატოვებას აპირებს

კიევი: უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პაველ კლიმკინი თანამდებობას ტოვებს. როგორც კლიმკინმა განაცხადა, მან არჩეულ პრეზიდენტთან ნაყოფიერი შეხვედრა გამართა.

"მე არავინ მათავისუფლებს, მაგრამ ჩვენ უნდა გვქონდეს პოლიტიკური კულტურა.  ჩემი აზრით, უმჯობესი იქნება ახალ პრეზიდენტს ქონდეს საშუალება თავად შეარჩიოს ისინი, ვისთან ერთადაც საგარეო და თავდაცვის სფეროებში თანამშრომლობა წარმოუდგენია. მე მივმართავ პრეზიდენტს თანამდებობიდან წასვლის შესახებ და ამას აუცილებლად გავაკეთებ, მაქვს ჩემი გეგმები, მათ შორის პოლიტიკური და ეს ჩემ გეგმებს შეესაბამება", - განაცხადა კლიმკინმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მან ვლადიმირ ზელინსკისთან რამდენიმე საკითხი განიხილა, თუმცა კონკრეტულად რა, არ დაუსახელებია.

პაველ კლიმკინი უკრაინის 12-ე საგარეო საქმეთა მინისტრია. ის თანამდებობას 2014 წლის 19 ივნისიდან იკავებს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე

ასევე წაიკითხეთ:

უკრაინის ცსკ-მ საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები გამოაქვეყნა