მოსკოვის აეროპორტში ხანძრის შედეგად 41 ადამიანია გარდაცვლილი
loader

Breaking news

მოსკოვის აეროპორტში ხანძრის შედეგად 41 ადამიანია გარდაცვლილი

  • მოსკოვის აეროპორტში ხანძრის შედეგად 41 ადამიანია გარდაცვლილი

მოსკოვი: მოსკოვში, შერემეტიევოს აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავში გაჩენილი ხანძრის შედეგად 41 ადამიანია დაღუპული.

ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრნობით ავრცელებს.

თავდაპირველად 13 დაღუპულის შესახებ იყო ცნობილი.

ავიაკომპანია „აეროფლოტის“ კუთვნილი თვითმფრინავი „სუხოი სუპერჯეტ 100“, რომელიც მოსკოვიდან მურმანსკში ასრულებდა რეის, რუსეთის დედაქალაქში დაბრუნდა და ავარიულად დაეშვა. ამის მიზეზი ბორტზე გაჩენილი ხანძარი გახდა. ბორტზე 73 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა. 

ცეცხლმა თვითმფრინავის ნახევარი გაანადგურა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზად რამდენიმე ვერსია განიხილება, მათ შორის მეხის დაცემა და ელექტრომოწყობილობების გაუმართაობა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო. პრემიერმა დიმიტრი მედვედევმა სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის შექმნის განკარგულება გასცა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე