შერემეტიევოს აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა
loader

Breaking news

შერემეტიევოს აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა

  • შერემეტიევოს აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა

მოსკოვი: მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა, მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია.

დაღუპულთა შორის ორი ბავშვია.

ბორტზე 73 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა.

ავიაკომპანია „აეროფლოტის“ კუთვნილი თვითმფრინავი „სუხოი სუპერჯეტ 100“, რომელიც მოსკოვიდან მურმანსკში ასრულებდა რეის, რუსეთის დედაქალაქში დაბრუნდა და ავარიულად დაეშვა. ამის მიზეზი ბორტზე გაჩენილი ხანძარი გახდა.

რთული მეტეოროლოგიური პირობები გამო, თვითმვითმფრინავის მფრინავმა დაჯდომა მხოლოდ მეორე მცდელობაზე შეძლო.

რუსული მედიის ინფორმაციით, ცეცხლმა თვითმფრინავის ნახევარი გაანადგურა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზად რამდენიმე ვერსია განიხილება, მათ შორის მეხის დაცემა და ელექტრომოწყობილობების გაუმართაობა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო. პრემიერმა დიმიტრი მედვედევმა სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის შექმნის განკარგულება გასცა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე