22-ე ბატალიონი საქართველოში სრული შემადგენლობით დაბრუნდა
loader

Breaking news

22-ე ბატალიონი საქართველოში სრული შემადგენლობით დაბრუნდა

  • 22-ე ბატალიონი საქართველოში სრული შემადგენლობით დაბრუნდა

თბილისი: საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი ავღანეთიდან სამშობლოში სრული შემადგენლობით დაბრუნდა. 


ქართველ მშვიდობისმყოფელებს ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი, II ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი კობა გრიგოლია და აშშ-ის სამხედრო ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი დახვდნენ.

ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშვილმა ქართველ სამხედროებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცა და სამშვიდობო მისიის წარმატებით დასრულებისთვის მადლობა გადაუხადა.


საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონს ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გადააბარა. ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე