ფლორიდაში თვითმფრინავი "ბოინგ 737" მდინარეში ჩავარდა
loader

Breaking news

ფლორიდაში თვითმფრინავი "ბოინგ 737" მდინარეში ჩავარდა

  • ფლორიდაში თვითმფრინავი ბოინგ 737 მდინარეში ჩავარდა

კიევი: აშშ-ის ფლორიდის შტატის ქალაქ ჯექსონვილთან თვითმფრინავი „ბოინგ 737“ მიწაზე დაშვების შემდეგ მოცურდა და მდინარეში ჩავარდა. მედიის ცნობით, თვითმფრინავში 136 ადამიანი იმყოფებოდა.

საინფორმაციო საშუალებების ცნობით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დაშავდა და ისინი ჰოსპიტალიზებული არიან.

შემთხვევის შესახებ „ტვიტერში“ დაწერა ჯექსონვილის მერმა ლენი კარიმ და აღნიშნა, რომ ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ, რათა საავიაციო საწვავი მდინარეში არ ჩაიღვაროს.

თვითმფრინავით ამერიკელი სამხედროები და მათი ოჯახის წევრები მგზავრობდნენ და აშშ-ში კუბიდან, გუანტანამოდან ჩაფრინდნენ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე